logo
ENG


ბლინკენი: ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი გავლენა და აიძულოს რუსეთი, გაიყვანოს ჯარები
  • 945ნახვები

ის, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთში გაემგზავრა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სიხსლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებული გახადოს კრემლი უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის. და იმის ნაცვლად, რომ დაგმოს, ურჩევნია, რომ რუსეთი დიპლომატიური საფარველით უზრუნველყოს, რომ მან ამ დანაშაულების ჩადენა გააგრძელოს. თუ ჩინეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს ომის დასრულებას გაეროს წესდების პრინციპებზე დაყრდნობით, როგორც ეს მისი გეგმის პირველ პუნქტშია გაწერილი, მას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი გავლენა და აიძულოს რუსეთი, გაიყვანოს ჯარები.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ჩინეთის ლიდერი რუსეთში გუშინ ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა