logo
ENG


ზელენსკი: მსოფლიოს რუსული ტერორის დასამარცხებლად უფრო დიდი ერთიანობა სჭირდება
  • 399ნახვები

ზაპოროჟიე. რუსული რაკეტა მრავალსართულიან შენობას მოხვდა. რუსეთი ველური სისასტიკით ბომბავს ქალაქს. საცხოვრებელ უბნებს, სადაც უბრალო ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ, ცეცხლი გაუხსნეს. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი.

ეს არ უნდა გახდეს "უბრალოდ კიდევ ერთი დღე" უკრაინაში, ან სხვაგან ევროპაში, ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო დიდი ერთიანობა და მონდომება, რომ უფრო სწრაფად დავამარცხოთ რუსული ტერორი და დავიცვათ სიცოცხლე.

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რუსების მიერ გასროლილი რაკეტები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.  



ასევე ნახეთ
close დახურვა