logo
ENG


დარჩიაშვილი EU-ის სტატუსზე: გვაქვს მოლოდინი, საქართველოს პროგრესი სამართლიანად შეფასდება
  • 326ნახვები

ვაფასებთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც გაამყარა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი და ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ.

დღეს ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საკვანძო თემა ბუნებრივია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც იყო. კოლეგას გავაცანი ის ინტენსიური სამუშაო, რაც გავწიეთ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელებისას, მათი უმრავლესობა შესრულებულია და რჩება რამდენიმე პუნქტი, რომელზეც გრძელდება აქტიური მუშაობა პარლამენტში. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით იქნება შეფასებული და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას ვიზეიმებთ ერთად.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 2 დღის განმავლობაში იქნება. ის სამუშაო შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურბიშვილთან. შეხვედრები იგეგმება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და სტუდენტებთანაც.

 
 


ასევე ნახეთ
close დახურვა