logo
ENG


ღარიბაშვილი მარტის აქციებზე: გონიერებით მოვიგერიეთ, ყველას სათანადო ადგილი მივუჩინეთ
  • 1016ნახვები

ახლა, რამდენიმე ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული, მათი ახალგაზრდული ორგანიზებული, ნაცმოძრაობის, გირჩი - მეტი თავისუფლების, ე.წ ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები. გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები, გახსოვთ, ყველამ კარგად ვნახეთ, მოლოტოვის კოქტეილების, ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა