logo
ENG


ღარიბაშვილი: რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე არის ე.წ უკრაინიზაციის გეგმა
  • 671ნახვები

რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ უკრაინიზაციის გეგმა. ე.წ მეორე პოლიგონის გახსნის გეგმა. მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის და არც NATO-ს წევრი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები და კიდევ ვიმეორებ : ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული N1 ბირთვული ძალის მიერ.

ასევე, მინდა შეგახსენოთ სხვა ფაქტებიც ძვირფასო დეპუტატებო - სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში, კოორდინაციაში და თანხვედრაში მოდის, არ მოვერიდები ამის თქმას, მე-5 კოლონის მიზნებთან, მათ ზრახვებთან, მათ გეგმებთან და ქმედებასთან. ქალბატონმა თეონამ [აქუბარდია] შემახსენა, არ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციით მოსმენისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა