logo
ENG


ბერბოკი: მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერ გახდება EU-ს წევრი და ვერც პირიქით
  • 697ნახვები

გაწევრიანების პროცესში, აუცილებელია, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა აზრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის საზოგადოებაში. ამიტომ  აგენტებზე კანონპროექტის გაწვევის შემდეგ ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია, ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოთ. მხოლოდ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს ხელისუფლების გარეშე - მხოლოდ ერთობლივად. 

 

განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა