მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობა კიდევ ერთხელ, თქვენი ჩაბომბრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 2 დღის განმავლობაში იქნება. ის სამუშაო შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურბიშვილთან. შეხვედრები იგეგმება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და სტუდენტებთანაც.