logo
ENG


ნაცვლიშვილი ღარიბაშვილს: ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ?
  • 1120ნახვები

კითხვები იყო სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პასუხები იყო საკუთარი სკამის უსაფრთხოებაზე. ესაა პრიორიტეტები. სახელმწიფოზე საუბარიც კი არ შეგიძლიათ, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოებაზე შეგიძლიათ ბურდღუნი. საქართველოს ემუქრება საფრთხე და ეს საფრთხე ხართ თქვენ - რუსული ოცნება ხელისუფლებაში. მაგრამ ქართველმა ხალხმა ჩამოგხსნათ ეს ნიღაბი, რომელსაც სახელდახელოდ იკეთებდით. გამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა, რომელმაც ჩამოგხსნათ ეს ნიღაბი და გადაგიგრიხათ ხელები და უკან გაგიშვათ კუდამოძუებული... ვის უნდა დააჯეროთ რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოსულხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურით თუ არაა გარშემორტყმული აქაურობა და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის?! ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ხალხი, დასავლეთი და ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნა.

მიმართა ლელოს საქართველოსთვის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა