logo
ENG


იმნაძე: სამწუხაროა, რომ რამიშვილს სიბინძურეების გათეთრებაში სახელმწიფო აპარატი ეხმარება
გურამ იმნაძე
25 მარ, 2023 20:41
იმნაძე: სამწუხაროა, რომ რამიშვილს სიბინძურეების გათეთრებაში სახელმწიფო აპარატი ეხმარება
  • 726ნახვები

შალვა რამიშვილის მხრიდან შევიწროებაზე და გარყვნილ ქმედებაზე რამდენიმე ადამიანმა დაწერა წინა დღეებში. ამ უღირს და ყველაფრის მკადრებელ ადამიანს თავის დროზე სასამართლოშიც აქვს საქმე წაგებული ამ საკითხზე.

მისგან არც არავინ ელოდებოდა იმას, რომ რამეს აღიარებდა, ან მოინანიებდა, ან ჩადენილზე მოიხდიდა ბოდიშს. პირიქით, ეგეც მოსალოდნელი იყო, რომ მისსავე შექმნილ კანტორას ამოეფარებოდა. მაგრამ გუშინდლიდან რაც პოსტივიზე ხდება, ეგ უკვე პოსტივის სტანდარტებსაც ცდება და ტერორიზმის რანგში გადადის.

ჯერ რაღაც მითი შექმნეს, რომ შალვას წინააღმდეგ ეს კამპანია თათია სამხარაძემ დაგეგმა, მერე ამ ადამიანის გატაცებაზე ცრუ შეტყობინება გააკეთეს პოლიციაში, რომ პოლიცია მისულიყო იმ მისამართზე, სადაც ვითომ თათია სამხარაძე იყო მოტაცებული, და ბოლოს პოლიციასთან ერთად დაადგნენ ამ მისამართზე თათიას (იმედის და პოსტივის ჟურნალისტები უკვე ლამის 20 საათია ამ მისამართზე დგანან სმენებად).

ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტიკის ისტორია ბევრ სამარცხვინო ამბავს ინახავს, ალისტრახოებიც გვყავდნენ, პარალელურ რეალობაშიც გვაცხოვრებდნენ, ერთნაირი ქრონომეტრაჟით გვასმენინებდნენ ქვეყნის აღმშენებლობას, მაგრამ ასეთი რამე მართლა არასდროს მომხდარა. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ისაა, რომ შალვა რამიშვილს საკუთარი სიბინძურეების გათეთრებაში უკვე სახელმწიფო აპარატიც ეხმარება. ნაცვლად იმისა, რომ პოსტივის ცრუ დასმენის ნაწილში დაიწყონ სამართლებრივი პროცედურები, მოქალაქეს დაადგნენ პოლიციელები და კამერები ერთად.

მართლა შალვას მორალია ამ ხელისუფლების სახე და შალვას ღირსებით გვიპირებენ ესენი ამ ქვეყნის განვითარებას.

სოლიდარობა თათია სამხარაძეს და დარწმუნებული ვარ, ამ ამბავსაც ღირსეულად და ძლიერად გადაიტან. დამიჯერე, ძალიან ბევრი ადამიანი გიდგას გვერდში და ნაღდად არ მივცემთ შალვას კანტორას იმის უფლებას, რომ ადამიანი გადათელონ.

P.S. თუკი პოსტივიში ვინმე მუშაობს, ვისაც ოდნავი შეგნება და ღირსება აქვს, კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ რაც ხდება, მაგას არაფერი საერთო არ აქვს ჟურნალისტიკასთან. მეტიც, ამას არც ადამიანობასთან აქვს არაფერი საერთო.

სოციალურ ქსელში წერს იურისტი გურამ იმნაძე.

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო გუშინ, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა