logo
ENG


ლომჯარია ოცნებას: ტყუილად ხარჯავთ რესურსს პრორუსი პროპაგანდისტის, რამიშვილის დასაცავად
  • 566ნახვები

ქართულო ოცნებავ, ტყუილად ხარჯავთ პატრულის და სუს-ის რესურსს პრორუსი პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის დასაცავად, პროპაგანდაშიც უხეიროა და არაფერში გამოგადგებათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრორუსი პროპაგანდისტის გადაფარებას არ გირჩევნიათ ცრუ დასმენა ვინც განახორციელა და სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, ის გამოიძიოთ? თქვენ გგონიათ მანდ მომუშავე რიგით პატრულებს მოსწონთ ან ვერ ხვდებიან რისთვის იყენებთ? 

პ.ს. ვინც არ იცით, პატრულში გაკეთდა ცრუ დასმენა (რაც თავის მხრივ სს დანაშაულია) და ამ ცრუ შეტყობინების საფუძველზე პოლიცია და  რუსეთის პროპაგანდისტი ვითომ მედია საშუალებები თათია სამხარაძეს, რომელმაც შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება სასამართლოს გზით დაამტკიცა,  პირად სივრცეში შეუვარდნენ და უკვე 1 დღეა იქ დგანან, რომ გარეთ გამოსული ჩაწერონ.

თათია სამხარაძე გამაგრდი და ყოჩაღად იყავი!

სოციალურ ქსელში წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო გუშინ, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

 

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა