logo
ENG


მეუფე იაკობი: ვინმე გაბედავს [პუტინის] დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? - თავს იტყუებენ
  • 833ნახვები

რა გააკეთეს ახლა, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება. მე არ ვიცი, ომი რომ მიმდინარეობს - თავს იტყუებენ, თუ ვის დააკავებს. მაშინვე ჩინეთმა რა გააკეთა, ჩავიდა [რუსეთში] და შეხვდა იმას [პუტინს] ხომ, ანუ არაფრად ჩააგდო იმიტომ რომ იმ სასამართლოს [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი, არც რუსეთი არის და იმათთვის არაფერს ნიშნავს. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში რომ ჩააკითხონ, ვინმე გაბედავს დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? თავიანთთან რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ რომ არ გავიდეს, ფულს ხომ მაგაში იხდიან, იარაღითაც ხომ მაგიტომ აიარაღებენ ადამიანებს. ამიტომ დაფიქრება გვმართებს

 

განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა