ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის მიღება ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია ეს შეაჩეროს, ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს შემდგომი სანქციებით.
წერს Twitter-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.
25 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.