logo
ENG


წოწორია რამიშვილზე: სახელმწიფო ქალების წინააღმდეგაა, ამაში დუმილით მონაწილეობს ომბუდსმენიც
ნონა წოწორია
27 მარ, 2023 22:48
წოწორია რამიშვილზე: სახელმწიფო ქალების წინააღმდეგაა, ამაში დუმილით მონაწილეობს ომბუდსმენიც
  • 671ნახვები

რაც შეეხება სახალხო დამცველს, ვფიქრობ, რომ ეს არის სრული კატასტროფა, რაც ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება. როგორც ჩანს, შაბთ-კვირას სახალხო დამცველი ზოგადად ისვენებს, მაგრამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა არ ჩერდება შაბათ-კვირის განმავლობაში და ის დრო, როდესაც სახალხო დამცველი გამოეხმაურა ბოლო დროინდელი მოვლენების ქრონოლოგიას, არის სრულიად აღმაშფოთებელი და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა იყო საზოგადოების ძალიან სწორი რეაქცია ამ დუმილზე. ეს არის მიუღებელი და ზოგადად ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთ კონდიციაში, როდესაც შეიძლება ნახევრად საუბარი. შუალედური პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით არის ზოგადად პოზიციის არქონა. ამ სიტუაციაში არის საჭირო ძალიან ცალსახა პოზიციის დაფიქსირება. მთელი სახელმწიფო აპარატი და ამაში თავისი დუმილით მონაწილეობს სახალხო დამცველიც, არის მომართული ამ ქალბატონების წინააღმდეგ

ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. შალვა რამიშვილის მხილებიდან ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განცხადება 6 დღის შემდეგ გაავრცელა.



ასევე ნახეთ
close დახურვა