logo
ENG


ვოლსკი ელჩის დაბარებაზე: სწორია, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია
გია ვოლსკი
28 მარ, 2023 17:02
ვოლსკი ელჩის დაბარებაზე: სწორია, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია
  • 598ნახვები

რაც შეეხება ელჩის დაბარებას, სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია და ეს გარკვეული პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით უნდა წაუყენო, თუმცა წინასწარვე ვიცით, რომ ელჩის განცხადება იქნება ისეთი, როგორიც მოსალოდნელია, რომ იყოს სხვა სტრუქტურებიდან მიღებული განცხადებებიც, რომ ეს არ გამოხატავს ნორვეგიის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას.

აცხადებს მმართველი პარტიის დეპუტატი, გია ვოლსკი. მას შემდეგ, რაც ნორვეგიაში კონსერვატიული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის ჯილდო გადასცეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი დაიბარეს. უწყების განცხადებით, ელჩს ამ საკითხთან დაკავშირებით მათი "უარყოფითი დამოკიდებულება" განუმარტეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა