logo
ENG


ზურაბიშვილი ოცნებას: უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება
  • 613ნახვები

უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა. დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთაშორისოს - მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა