logo
ENG


სარჯველაძე გრიგორიადისზე: არ შეიძლება შევარქვათ იგივე სახელი, რაც ჟიული შარტავას
  • 617ნახვები

პირველი ვერსია რაც ოპოზიციამ განავითარა გახსოვთ, რომ ხელისუფლებას აბრალებდნენ, რომ ესო სუს-ისგან მართული ადამიანები იყვნენო. მერე აღმოჩნდა, რომ გაირკვა ვინც იყო და ახლა გვთავაზობენ საზოგადოებას სრულიად სხვა ინტერპრეტაციას და იძახიან, რომ სინამდვილეში ესო [ლაზარე გრიგორიადისი] გმირი არისო, ეს ადამიანიო. მაგრამ როგორც არ უნდა ეცადონ ახლა ადამიანის წარმოჩენას, როგორც გმირისას, რა თქმა უნდა, რომ არ შეიძლება უბრალოდ სიტყვა გმირი ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ასეთ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს, იმას შევარქვათ იგივე სახელი, რაც მაგალითად, ჟიული შარტავას. არ შეიძლება უბრალოდ ასე რა, ეს რა თქმა უნდა, მათ შორის ამორალობაც არის.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.

31 მარტს, სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტიკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.



ასევე ნახეთ
close დახურვა