logo
ENG


ლომჯარია: ევროპას უნდა ავუხსნათ - EU-ს სტატუსის მონიჭება იქნება პუტინის პროპაგანდის კრახი
  • 451ნახვები

ჩემი მთავარი გზავნილი მათდამი იყო ის, რომ ყველამ, ალბათ, ვისაც ხმა მიგვიწვდება ევროპის სტრუქტურებამდე, ევროპელ პოლიტიკოსებამდე მათ უნდა ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება დღეს საქართველოსთვის. მათ უნდა ავუხსნათ, რომ სტატუსის მინიჭება დიახაც, ეს იქნება პუტინის რუსეთის პროპაგანდის კრახი საქართველოში და ამ სტატუსის მინიჭება გააძლიერებს საქართველოს მოქალაქეებს, გააძლიერებს პროდასავლურ განწყობებს და პირიქით მოხდება თუ ჩვენ არ მოგვენიჭება სტატუსი.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ, რომ დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აი, ეს კონტექსტი ავუხსნათ. ძალიან მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდში პოზიტიური ინფორმაციები ჟონავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელშიც დაიწყეს ამის გააზრება - რა შედეგი შეიძლება მოიტანოს [საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის] სტატუსზე უარის თქმამ. 

განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ პანელური დისკუსიის შემდეგ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად  ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც ესწრებოდა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა