logo
ENG


გრიგორიადისის მამა: ლაზარე არ მიეკუთვნება არც ერთ პარტიას, უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას
  • 713ნახვები

ჩემზე ამბობენ, რომ ლაზარეს მამასთან კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა მე ჩემ შვილთან კონფლიქტი არასდროს მქონია. ყოველთვის ეუბნებოდი: შვილო, ეს შენი ვიზუალი საქართველოში ცხოვრებას გაგიფუჭებს. არ მიჯერებდა. ზუსტად ამ ვიზუალმა უქნა ლაზარეს, რაც უქნა. თორემ არანაირი დამამტკიცებელი არ აქვთ, რომ ლაზარე რამეს აკეთებდა რამე ცუდს. თუნდაც რამე გაეკეთებინა - ძალადობა გამოიწვია სხვა ძალადობამ. ლაზარე არ მიეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. საერთოდ არავინ აინტერესებს. არის თანამედროვე ახალგაზრდა. აქვს თავის ცხოვრება - უბრალოდ ყოველთვის როცა უყურებდა ტელევიზორში, რომ რობოკოპები დასარბევად ემზადებიან, გამორბოდა ეგრევე აქციაზე. ვერ იტანს ამ უსამართლობას, უნდოდა ახალგაზრდების გვერდით ყოფილიყო.

 

განაცხადა 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, მთავრობის ადმინისტრაციასთან მისი შვილის მხარდამჭერ აქციაზე - შაბათის ფორმულასთან საუბარში. გრიგორიადისის გუშინ პატიმრობა შეეფარდა.  



ასევე ნახეთ
close დახურვა