logo
ENG


ალასანია სააკაშვილზე: 61 კილოა, არის ძალიან სუსტად, 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს
  • 594ნახვები

61 კილოა მისი წონა, აი, ეს ვიცი. რა თქმა უნდა, არის ძალიან სუსტად, იმიტომ, რომ ადამიანი 24 საათი არ დგება, არ მოძრაობს, ფაქტობრივად. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ დააბამდი ერთ ადგილზე და ახლა ასეთ მდგომარეობაშია. მე არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს, რომელმა თამაშმა და რომელმა მსახიობობამ. ეს კონსილიუმის ექიმები, ალბათ, იგივე ადამიანები არიან, ვინც ადრეც შედიოდა. ვიცი, რომ ესენი არიან ძალიან კარგი პროფესიონალები, პირადად არცერთს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ექიმები არიან, მჯერა, რომ ობიექტურები არიან და კარგია, რომ შევლენ და დაწერენ დასკვნას.

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. დღეს ექსპრეზიდენტს, სავარაუდოდ, სახალხო დამცველის კონსილიუმის ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა