logo
ENG


კრამონი: იმედი მაქვს, საქართველო მიიღებს სტატუსს მიუხედავად იმისა, რომ ოცნებაა ხელისუფლებაში
  • 498ნახვები

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისია ნამდვილად მისცემს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და ჩვენი ინტერესი გახლავთ, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ევროპას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრობლემის გადაჭრის გზას მოვძებნით და ნამდვილად ეს არ იქნება უბრალოდ ფუჭად მიცემული და არ იქნება მიცემული იმიტომ, რომ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, არამედ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიტერიუმი, ყველა რეკომენდაცია იქნას დაკმაყოფილებული და არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ვინ იქნება ხელისუფლებაში. პოლიტიკური ნებაა საჭირო ისევე, როგორც ხალხის ნება და კომისია ნამდვილად მზად იქნება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.

 

განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ფორმულას ეთერში. 

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა