logo
ENG


ზელენსკი: გუშინ რუსულმა არმიამ კიდევ ერთი ბავშვი მოკლა, 5 თვის ბიჭუნა, მშობლები დაიჭრნენ
  • 441ნახვები

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი, რომელიც აშკარად აბსურდული და დესტრუქციულია. დღეს ტერორისტული სახელმწიფო გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. გუშინ რუსულმა არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა, 5 თვის ბიჭუნა, რომელსაც დანილო ერქვა. ის და მისი მშობლები ავდეევკადან, დონბასიდან იყვნენ. მშობლები დაიჭრნენ. ეს იყო ერთ-ერთი, ასობით საარტილერიო იერიშიდან, რომელსაც რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო ყოველდღიურად ახორციელებს. ამავდროულად, რუსეთი თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს. რთულია წარმოიდგინო რამე, რაც ამ ინსტიტუციის სრულ გაკოტრებაზე უფრო მეტს იტყვის.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა