logo
ENG


კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრებზე: აბსურდია, როგორ ვმართავ? მე მიცავს ლილუაშვილი, გომელაური?
  • 1214ნახვები

2-3 წელია ცდილობენ, რომ ამ ე.წ. ქოლცენტრების თემაში ჩამრთონ რამენაირად. თავისთავად აბსურდია. ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, უსმენს ყველა მამაოს საქართველოში. მათ კონტროლ ქვეშ არის ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკოსი პრაქტიკულად. იციან ყველას შესახებ, ყველა გადაადგილების შესახებ, მათთვის საინტერესო ადამიანის. და შემდეგ გამოდიან და იძახიან, რომ მე მაქვს საქართველოში არალეგალური ბიზნესი და მე ამ ბიზნესს ვმართავ. როგორ წარმოუდგენიათ ეს, როგორ ვმართავ? მე მიცავს ლილუაშვილი, მე მიცავს გომელაური? არა, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესი, არც ლეგალური, არც არალეგალური საქართველოში. რაც შეეხება ქოლცენტრებს მთლიანობაში, კი ამას აქტიურად ცდილობენ და ეს პრინციპში წამოვიდა საიდან, ერთ-ერთი პირველი ფორმულა იყო, გარკვეული სიუჟეტები გავიდა ამის შესახებ, ნუ ამას ცდილობენ, არის გარკვეული ადამიანები, რომლებზეც ამბობენ, რომ აქვთ ეს ბიზნესი, არიან ჩართულები ამ საქმიანობაში, რომელთაც მე ვიცნობ, რომელთანაც მე ვმეგობრობდი, მქონდა გარკვეული ურთიერთობები და რადგან ეს ესეა, მაშინ ეს ყველაფერი ვარ მე. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ბევრნაირ ადამიანს ვიცნობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც შეიძლება ხდებოდეს ამ ადამიანების ირგვლივ ან ამაში ჩართული ვარ. არა, ეს ასე არ არის, თუმცა კი, მცდელობა არის მათი მხრიდან, რომ ეს მომაწებონ, მათ შორის საზღვარგარეთ.

განაცხადა ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა