logo
ENG


გრიგორიადისის მამა: შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას
  • 645ნახვები

როცა ვფიქრობ, როგორ უთენდება დღე და უღამდება იმ ოთხ კედელში ჩემს შვილს, უფრო და უფრო რაც დრო გადის, გული მეწვის. მე არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ ბოღმას გულში. იტყვიან, სხვას შვილები უკვდებიან და შენ ცოცხალი მაინც გყავსო და მალე გამოუშვებენო - ბევრი მამხნევებს. არა, ხალხნო, მე შვილი ციხისთვის არ მომივლენია ამ დუნიაზე, ის მოვავლინე იმისთვის, რომ ცხოვრებით დატკბეს და იხაროს, ყოველთვის შეგვეძლო ევროპაში გადაცხოვრება, მაგრამ არა, საქართველოში დავრჩით იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო - საქართველო.

აი, ეხლა კიდევ მეტყვიან, აი, შენი საყვარელი საქართველო, გაგიმწარა თუ არა ცხოვრებაო? როგორ ფიქრობთ, ხალხნო, საქართველო და ქართველი ერი გაწირავს ბერძენ ვაჟკაცს, რომლის სამშობლოც საქართველოა?

ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები.

განაცხადა 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა. 

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა