logo
ENG


რინკევიჩი: საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: სურს თუ არა ქვეყანას, ევროპულ გზაზე სიარული
  • 451ნახვები

არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად...

თქვენ ან ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, ან - არა. ეს არჩევანი საქართველოს გასაკეთებელია. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ მთავრობას თავს რაიმე მოვახვიოთ. უბრალოდ, შემდეგ მთავრობას ნუ გაუკვირდება, რომ ის საკანონმდებლო რეფორმის პროცესები, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ მცდარი მიმართულებით მიდის, არ იქნება გულთბილად მიღებული.

საბოლოოდ, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: მართლაც სურს თუ არა საქართველოს განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული: სურს გახდეს კანდიდატი და ამის შემდეგ მიღების თაობაზე მოლაპარაკებებიც დაიწყოს და წინ წავიდეს, თუ, გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. მაგრამ მაშინ მოდით, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ იქნება ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის

განაცხადა ლატვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ამერიკის ხმის ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა