logo
ENG


შოიგუ: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის
სერგეი შოიგუ
04 აპრ, 2023 17:23
შოიგუ: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის
  • 425ნახვები

NATO მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს, რომ გაზარდოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა. ინტენსიურს ხდიან საბრძოლო წვრთნას და დაზვერვით საქმიანობას რუსეთის და ბელარუსის საზღვრებთან. ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის, მაგრამ გავლენას არ მოახდენს სამხედრო სპეცოპერაციის შედეგზე. ასეთ პირობებში, ვიღებთ საპასუხო ზომებს ჩვენი მოკავშირე ქვეყნის დასაცავად. რამდენიმე ბელარუსულ თვითმფრინავს აქვს შესაძლებლობა, მოწინააღმდეგის სამიზნეებზე ბირთვული იარაღით მიიტანოს იერიში. გარდა ამისა, გადავეცით ისკანდერების საოპერაციო ტაქტიკური სისტემები, რომლითაც შეუძლიათ როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული რაკეტები გამოიყენონ.

განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.

დღეს ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა. ცოტახნის წინ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერახელის მოწერის ცერემონია NATO- შტაბ-ბინაში გაიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა