logo
ENG


სტოლტენბერგი: მხარს დავუჭერთ, ვინც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის საქართველოს
  • 691ნახვები

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, პრეზიდენტი პუტინი არ არის მზად მშვიდობისთვის. ის ემზადება მეტი ომისთვის. როგორც გუშინ მინისტრ კულებასთან ვისაუბრეთ, NATO-ს მოკავშირეები ერთიანები არიან ვალდებულების მიმართ - გავაგრძელოთ და გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება. NATO ასევე გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცეგოვინაა. ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა საფრთხეს და გამოწვევას,რომელთა წინაშეც ჩვენი ალიანსი დგას.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა