logo
ENG


ზელენსკი: ჩვენ პოლონეთს ნამდვილ მეგობრად მივიჩნევთ
  • 485ნახვები

უკრაინა თბილი, მეგობრული ქვეყანაა, თუმცა უკომპრომისო ამ ომში. უკომპრომისო იმაში, რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას, ჩვენს თავისუფლებას, არ დავთმობთ ჩვენს შვილებს - არც ერთ ბავშვს, რომელიც რუსებმა ძალით გადაასახლეს რუსეთის ფედერაციაში. არც ერთს არ დავთმობთ და არც სახელმწიფოს დამოუკიდებლობას დავთმობთ.

ისევე, როგორც უკომპრომისოები ვართ მეგობრობაში. ჩვენ პოლონეთს ნამდვილ მეგობრად მივიჩნევთ. არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ ნამდვილი მეგობრები საუკუნეების განმავლობაში.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანჯეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს პოლონეთში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა