logo
ENG


ჯანეზაშვილი სანქციებზე: იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხა სასამართლო სისტემაში
  • 761ნახვები

მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა შიგნით, უშუალოდ სასამართლო სისტემაში. მთელი ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ფსონი დადო ლევან მურუსიძეზე, ანუ ლევან მურუსიძე იყო ბიძინასთვის დასაყრდენი ძალა, ის აგვარებდა და ალაგებდა სიტუაციას სასამართლო სისტემაში.

აცხადებს საქართველოს სასამართლო გუშაგის ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი ფორმულასთან საუბრის დროს. დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. აშშ აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები. 



ასევე ნახეთ
close დახურვა