logo
ENG


ლელო სანქციებზე: ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის
ლელო
05 აპრ, 2023 21:40
ლელო სანქციებზე: ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის
  • 464ნახვები
პირველად, აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა დასანქცირების მექანიზმი და სასამართლო კლანის ლიდერები დაასანქცირა.
 
"ლელო" მიესალმება აშშ-ის ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის და სიგნალი ივანიშვილისთვის, რაც ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში სრულად და საბოლოოდ ამოიწურა ნდობის მანდატი "ქართული ოცნების" მთავრობისადმი. საქართველოს პარტნიორებმა საკმარისი დრო მისცეს ხელისუფლებას, რომელმაც განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმოება, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა, თავისუფალი მედიის შევიწროება და ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩამოშორება, რაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურებოდა.
 
სახელმწიფო დეპაეტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია აგრეთვე იმისა, რომ "დეოლიგარქიზაცია" დასავლეთში აღქმულია, როგორც ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ მართული კლანებისაგან საქართველოს გათავისუფლება, რისკენაც აშშ-მ ქმედითი ნაბიჯები გადადგა.
 
"ლელო" განაგრძობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ქართული დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივის გაძლიერებისთვის საჭირო ზომების მიღების პროცესში ჩვენ სახელმწიფოს გაძლიერების და მტკიცე დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყიფის მიზნით, სასამართლო კლანის დასანქცირების ინიციატივით, 2021 წლის გაზაფხულზე, ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის დროს, სწორედ "ლელო საქართველოსთვის" გამოვიდა.

პარტია ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კორუფციისთვის 4 მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათროგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმაბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.



ასევე ნახეთ
close დახურვა