თქვენ გახსოვთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავდა პირველი ინსტანციის დონეზე რუსთავი 2-ის საქმეს და რა აღარ იკადრეს მის წინააღმდეგ - უვარგისმა ხალხმა, NGO-ების ლიდერები იყვნენ ამაში ჩართული, ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის ნიკა გვარამია და მოგვიანებით რა მოხდა? ყველაფერი იკადრეს ამ უპატიოსნესი კაცის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადგინა, რომ მოსამართლე ურთმელიძეზე იყო უსამართლო ზეწოლა და ბულინგი. ამ ზეწოლას და ბულინგს ქართველ მოსამართლეზე, უპატიოსნეს კაცზე ჰქონდა პირდაპირი მხარდაჭერა, სამწუხაროდ, კოორდინირებული მხარდაჭერა და ეს უცხოელი აგენტები და სხვები იყვნენ ამ ყველაფერში ჩართული.
აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე. აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. აშშ-ის თქმით, მათ თანამდებობები ბოროტად გამოიყენეს.