logo
ENG


დეგნანი სანქციებზე: გავაკეთეთ რასაც გვთხოვს კანონი, საქართველოს შეუძლია, დაიწყოს გამოძიება
კელი დეგნანი
06 აპრ, 2023 21:24
დეგნანი სანქციებზე: გავაკეთეთ რასაც გვთხოვს კანონი, საქართველოს შეუძლია, დაიწყოს გამოძიება
  • 609ნახვები

სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ, როცა გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ადამიანები არიან ჩართული კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, ეს არის მოთხოვნა და ვალდებულება, რომ განვახორციელოთ ეს ქმედება და განსაზღვრავს ადამიანის უფლებას შევიდეს თუ არა შეერთებულ შტატებში. ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს შევიდნენ ამერიკაში. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებები წლების განმავლობაში იყო ცნობილი და ჩვენ ამერიკის კანონი გვთხოვს როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, მოვიქცეთ ასე.

საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი.

 

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში. [იმედის თარგმანი]

 


ასევე ნახეთ
close დახურვა