logo
ENG


მურუსიძე სანქციებზე: ფიქრობენ, რომ სასამართლო სისტემაში შემიძლია ლიდერის ფუნქცია ვიკისრო
  • 567ნახვები

მათ აქვთ ასეთი წარმოდგენა და შესაძლებელია, სწორადაც, რომ სასამართლო სისტემაში მე მაქვს ისეთი როლი, რომელსაც, ვთქვათ, შეუძლია, ლიდერის ფუნქცია იკისროს, რომ მოსამართლეები გააერთიანოს საერთო მიზნის გარშემო. რა თქმა უნდა, მოსამართლეები თავიანთ გადაწყვეტილებაში არიან დამოუკიდებლები, მაგრამ როდესაც მოსამართლეს ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ, აქ რომ მოსამართლეებს ერთი აზრი რომ ჰქონდეთ, აქ გასაოცარი არაფერი არ არის.

მე თავის დროზე გავაკეთე ისე, რომ ვარ მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვიცნობ აბსოლუტურად ყველა მოსამართლეს სასამართლო სისტემაში, მათთან ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი [აშშ] ფიქრობენ, რომ თუ ამ მენეჯმენტს დისკრედიტაციას გაუკეთებენ და იტყვიან, რომ მურუსიძე არის კორუმპირებული, ესენი მოახდენენ სასამართლო სისტემაში ბზარის შეტანას.

 

ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა