logo
ENG


მურუსიძე: საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ ღამით ვახორციელებთ ზარებს? გვისმენენ, ესე იგი
  • 1026ნახვები

საიდან იცის კელი დეგნანმა რომ ღამით ვახორციელებთ ზარებს? გვისმენენ ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტელეფონზე გვისმენენ. ნუ, ჰო თუ გვისმენენ არაუშავს, მაშინ ვთხოვოთ მათ, რომ გამოაქვეყნონ ეს ზარები და დაანახონ საზოგადოებას რომ ღამით ლევან მურუსიძე ურეკავს კონკრეტულ მოსამართლეს და ეუბნება, აიძულებს და ქრთამსაც აძლევს, ქრთამიც იყო ნახსენები და აღებინებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. მე არ ვარ ამის წინააღმდეგი

 

განაცხადა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლეთა სანქცირების შესახებ მიმართვაში განაცხადა, რომ იქ, სადაც კანონის უზენაესობაა "სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე"



ასევე ნახეთ
close დახურვა