logo
ENG


მურუსიძე: პოსტს კი არ ვეკიდები, ერთი სული მაქვს, როდის წავალ სასამართლოდან - დავისვენებ
  • 1080ნახვები

ერთი რამე მინდა გითხრათ. როდესაც თქვენ გაბრალებენ, რომ კორუმპირებული ხართ და თან გეუბნებიან, მე არ გეტყვი, რატომ ხარ კორუმპირებული. და ახლა მე ავდგე და გადავდგე? სად წავიდე, როგორ წავიდე, როგორ ვიცხოვრო. მე სასამართლოს პოსტს კი არ ვეკიდები. მე ის კი არა მაქვს, სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, აი, როდის წავალ სასამართლოდან. დავისვენებ, ხო. სულ მურუსიძის სახელი არის და ყველაფერ უბედურებას ქვეყანაში ძირითადად მე მაბრალებენ, დავუშვათ, ხო. ეს ჩემთვის ტვირთი არის.  მაგრამ როდესაც მეუბნებიან, რომ შენ ხარ კორუმპირებული, თან არ მეუბნებიან რატომ ვარ კორუმპირებული და თან მეუბნებიან [...] ახლა ადექი და წადი - სად უნდა წავიდე?  როგორ უნდა წავიდე?!

 

განაცხადა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა