logo
ENG


დეგნანი მეორე ფრონტზე: 100%-ით სიცრუეა, შემაშფოთებელია, რომ ამას ოცნების წევრებიც იმეორებენ
კელი დეგნანი
07 აპრ, 2023 16:02
დეგნანი მეორე ფრონტზე: 100%-ით სიცრუეა, შემაშფოთებელია, რომ ამას ოცნების წევრებიც იმეორებენ
  • 845ნახვები

მეორე ფრონტის საკითხზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის 100%-ით სიცრუე, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება მაშინ, როცა ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან, რათა ქვეყანა გაძლიერდეს. რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ საფრთხის, რისკის ქვეშ? ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ხანდახან ამას იმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები.

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა