logo
ENG


გვრიტიშვილი დეგნანზე: ინფორმაცია საიდან აქვს - გვისმენს? ღამე არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ?!
  • 1070ნახვები

ქალბატონი ელჩის საუბარში იყო ასეთი ფრაზა: "ღამის სატელეფონო საუბრები", მე მაინტერესებს ეს ინფორმაცია საიდან აქვს - გვისმენს?! ღამის საუბარს მე შეიძლება ვმართავდე ვიღაცასთან, მაგრამ თუ ამაში რაიმე კანონსაწინააღმდეგო არის, გამოაქვეყნონ და დაამტკიცონ, რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო. ღამე არ გვაქვს უფლება რომ ვისაუბროთ?! ეს რა ტერმინია? საერთოდ ბუნდოვანი ტერმინია. ვიღაცაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით არ გვქონია [სატელეფონო საუბარი] ნამდვილად.

განაცხადა ე.წ. სასამართლო კლანის წევრად მიჩნეულმა მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა შაბათის ფორმულასთან საუბარში. 

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლეთა სანქცირების შესახებ მიმართვაში განაცხადა, რომ იქ, სადაც კანონის უზენაესობაა "სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე"



ასევე ნახეთ
close დახურვა