ღამე გვძინავს ჩვენ. დამიჯერეთ გვძინავს. სხვათა შორის მშვიდად [გვძინავს]...
განაცხადა მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა შაბათის ფორმულასთან საუბარში.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლეთა სანქცირების შესახებ მიმართვაში განაცხადა, რომ იქ, სადაც კანონის უზენაესობაა "სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით - და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, ან ქრთამის, დაშინებისა, თუ ზეწოლის საფუძველზე".