მგონია, რომ არის რაღაც არასწორი გათვლა. გათვლა არის ის, რომ სხვა მოსამართლეებიც შეიძლება შეშინდნენ ამის გამო და შეიძლება ამას მოჰყვეს მათი გათვლით რაღაც რყევები სასამართლო სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში შეარყევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მცდარი გათვლა - ამაში დარწმუნებული ვარ. ეს იყო ცალსახად შეცდომა და შეცდომა დაუშვა იმან, ვინც მიიტანა ეს წერილი სახელმწიფო დეპარტამენტში.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.