logo
ENG


კობახიძე ზურაბიშვილზე: გაუგებარი განცხადებები აქვს, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყებიდან
  • 545ნახვები

სალომე ზურაბიშვილს რომ მოეთხოვა სააკაშვილის და ადეიშვილის სანქცირება, მაშინ კიდევ რამე ფასი ექნებოდა მის ამ განცხადებას. თქვენ ხედავთ სად შეიცვალა სალომე ზურაბიშვილის ორიენტაცია. ჩვენ ვხედავთ მის ცოტა გაუგებარ განცხადებებს, რაც ძალიან მოხშირებულია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჯერ დაეწყო საუბარი სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირებაზე და მერე შეიძლება, მეტ-ნაკლებად გასაგები ყოფილიყო მისი რაღაც განცხადებები, მაგრამ ჯერ დაიწყო საუბარი ამაზე. ჯერ მოითხოვოს სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირება, მოითხოვოს სამართლიანობა და მერე თქვას ნებისმიერი სხვა რამ

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

7 აპრილს სალომე ზურაბიშვილი სანქცირებული მოსამართლეების საკითხს გამოეხმაურა და თქვა: "თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, ქმედითი ნაბიჯებია საჭირო". 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა