logo
ENG


ისრაელის ელჩი: თავისუფლება იყო და არის ღირებულება, რომლის დაცვა წამყვანი პრინციპია
  • 637ნახვები

ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, გვსურს ღრმა პატივისცემით გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს მტკიცედ და გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. თავისუფლება იყო და არის ის ღირებულება, რომლის დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები.

წერს საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში. დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა - 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს. სადამსჯელო ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის სამი 16 წლის მოზარდი.



ასევე ნახეთ
close დახურვა