logo
ENG


სამადაშვილი: დღევანდელ გზავნილებს - ერთიანობას, ევროპულ მომავალს გაემიჯნა ოცნება, სამწუხაროა
  • 541ნახვები

გავიხსენეთ ის, რომ იმისთვის, რომ ჩვენ დაცული ვიყოთ და უკან არ გვიწევდეს ყურება და გამართულად შეგვეძლოს ცხოვრება დამოუკიდებელ საქართველოში, ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის ინტეგრაცია ევროპაში. სამწუხაროა, რომ ამ დღევანდელ გზავნილებს, რაც იყო ერთიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ევროპული მომავალი, დღეს გაემიჯნა ერთადერთი პოლიტიკური ძალა - მმართველი გუნდი ქართული ოცნების სახით, რომელმაც საკუთარი წარმომადგენლების მონაწილეობა ამ ღონისძიებაში არ ჩათვალა მიზანშეწონილად. 

განაცხადა პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა სალომე სამადაშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიების შემდეგ, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე არ მივიდნენ ქართული ოცნების წევრი ქალები.

დღეს პრეზიდენტმა 9 აპრილის და მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალები, ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა