logo
ENG


მეუფე იაკობი: ზოგს რუსზე უნდა რომ ჩაგვაბაროს, ზოგს ევროპაზე...
  • 559ნახვები

დღეს რა არის, რომ ვკეკლუცობთ ვიღაცების წინაშე და ზოგს რუსზე უნდა რომ ჩაგვაბაროს, ზოგს ევროპაზე, ზოგს იმაზე, ზოგს იმაზე. როგორ ვაბედვინებთ ვიღაცას რომ მენტორულად გველაპარაკოს. რომელია ისეთი ერი დღეს მსოფლიოში, იმის უფლებას ვაძლევდეთ... რომელი ცხოვრობს წესიერად? სად არ არის არეული სიტუაცია რა? იმის მაგივრად რომ მთელი მსოფლიო ერთად ვცდილობდეთ რომ გამოვიდეთ ამ ჭირისგან... შეიძლება საქართველო ვიღაცას დავუმონოთ? არავის დაავიწყდეს რომ ღვთის ერი ვართ. ღმერთს ისე ვუყვარდით, ღვთისმშობელს ჩააბარა ჩვენი თავი... ჩვენი ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც ქართველი ხალხია და სადაც ღმერთს სჭირდება და ქართველ ხალხს სჭირდება. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, ესეც იცოდნენ. ჩვენ ერთობას ვერ დაარღვევენ და არავის არ ვურჩევ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხებათ, გარე ხალხს არ ველაპარაკები. ვინც ეკლესიის წინააღმდეგ არის, ვითომ ქართველები და ვითომ პატრიოტები რომ არიან. ჩვენ შეგვიძლია ყველას თავის ადგილი მივუჩინოთ.

 

განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა