logo
ENG


ხაბეიშვილი: ჩვენთვის ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება
  • 653ნახვები

ჩვენთვის ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება. მეორე მოთხოვნა, რომელსაც ასევე სჭირდება თქვენი [აქციის მონაწილეების] თანხმობა, თქვენ ნახეთ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, რომელმაც თქვა და ეს ისედაც ჩვენ, ყველამ კარგად ვიცოდით, უბრალოდ მთელ მსოფლიოში მოგვჭრა თავი რუსულმა ოცნებამ და ახლა უკვე ოფიციალურად ამერიკელები ამბობენ, რომ კორუმპირებული ქრთამისტი, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, აი, ასეთი მოსამართლეები ჰყავს საქართველოს. და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა. ეს არის მეორე მოთხოვნა.

რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, დეპოლარიზაცია, რომელიც ცხადია, სააკაშვილის და გვარამიას თავისუფლების გარეშე არ გამოვა.

მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა, გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი. ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, ეს არის სასამართლო რეფორმა და ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა