logo
ENG


ზელენსკი: დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბოროტება დამარცხდება, უნდა დავიჯეროთ, ჩვენ გვჯერა
  • 646ნახვები

ღამით რუსულმა არმიამ ზაპოროჟიე დაბომბა. S-300 რაკეტებით. დაარტყეს სახლს, საცხოვრებელ კორპუსს. იქ 3 ადამიანი იყო. კაცი, ქალი და ბავშვი - გოგო, ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. ის დაიღუპა, მამამისიც. ვუსამძიმრებ... ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაშია, საავადმყოფოშია, მას სამედიცინო დახმარებას უტარებენ.

ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. აი, როგორ იგდებს რუსეთი თავს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მსოფლიოსგან, კაცობრიობისგან.

ყოველი ნათელი ქრისტიანული დღესასწაული გვასწავლის, რომ შეიძლება არ ვიცოდეთ როგორ, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბოროტება დამარცხდება. უნდა დავიჯეროთ. და ჩვენ გვჯერა. ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას. და ჩვენ ვუახლოვდებით. და სამყარო ჩვენთანაა. ყოველთვიურად, ყოველ კვირას გვემატება თანადგომა, იზრდება მხარდამჭერთა წრე, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გამბედაობას და ცხოვრების რწმენას.

დიდება ყველა უკრაინელ გმირს! ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია! ყველას, ვინც ამჟამად საბრძოლო მისიებსა და დავალებებს ასრულებს! მარადიული და ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისა და უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად!

დაე, მომავალი წლის ბზობის კვირამ მშვიდობით ჩაიაროს მთელი ჩვენი ხალხისთვის! დაე, შეისმინოს გულწრფელი ლოცვა მშვიდობისთვის ყველამ, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს! დიდება უკრაინას!

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა