logo
ENG


ალასანია სააკაშვილზე: ვიზუალურად ძალიან მძიმე სანახავია
  • 912ნახვები

იგივე მდგომარეობაა, სიცხეები, წნევა, სისუსტე, ეს ყველაფერი გრძელდება - განსაკუთრებით, რომ წამოიწევა ხოლმე, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ძნელი სათქმელია [უფრო დასუსტებულია თუ არა], მე ხომ ვერ ვწონი, რაღაც დღეებია, როცა თვითონ წონია და იქედან ვიგებთ.

ვიზუალურად რომ შეხედავთ, ძალიან მძიმე სანახავია, იმდენად, რომ როცა ვუთხარი, რაღაც უფრო მეტად იქნებ იმოძრავო-მეთქი, არ მაქვს ძალაო და ასეთი ადამიანისგან ამის მოსმენა ცოტა უცნაურია.

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა