logo
ENG


ამილახვარი: საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი 12-პუნქტიანი გეგმის მიღწევების დაზიანებაა
  • 706ნახვები

საგამოძიებო კომისიას არანაირი საფუძველი და არანაირი დანიშნულება, რომელიც უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას შეექმნა არ ჰქონდა რაიმეს გამოძიებასთან, პირიქით, 12-პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა თითქმის უკვე შეასრულა, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომაც უნდათ ან უნდოდათ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა არის პირიქით, დააზიანონ ის მიღწევები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ნაწილში. რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს, არ მგონია ვინმეს რაიმე დასაცავი ჰქონდეს.

განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც ოპოზიციის მოთხოვნით სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რეგისტრაცია ისევ არ გაიარა, შესაბამისად კენჭისყრა ვერ შედგა.



ასევე ნახეთ
close დახურვა