logo
ENG


პაპუაშვილი: დეპუტატის პასუხისმგებლობის გაფლანგვა უცხო ქვეყნის დღის წესრიგზე, არაპატრიოტულია
  • 395ნახვები

ჩვენ ვისმენდით, მათ შორის დეპუტატების განცხადებებს, რომ ეს კომისია, ერთი ვერსიით, უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ მტკიცებულებები შეუქმნას სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომელსაც, როგორც ჩანს, არ აქვს მტკიცებულებები. ეს კომისია უნდა შეიქმნას იმიტომ, რომ რადგან სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ჩვენ ახლა ვალდებული ვართ, რაღაც გავაკეთოთ და ასე შემდეგ.

არ მინდა მძიმედ შევაფასო, მაგრამ ეს ადამიანები არიან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები. ეს არის უდიდესი პრივილეგია, წარმოადგენდე შენს ხალხს და შენს ამომრჩეველს საკანონმდებლო ორგანოში და ისტორიის რაღაც მონაკვეთში გქონდეს შესაძლებლობა, რომ შენი ქვეყნის ბედ-იღბალზე გქონდეს გარკვეული გავლენა. ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის გაფლანგვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობით, ეს ისეთი არაპატრიოტული ქცევაა, არ ეწერება არც ქართულ ხასიათში და არც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში, რომელიც 30 წლის განმავლობაში გვქონდა -  ასე გვერდით ყურება სხვაგან - ის რას იტყვის, ის როგორ შეაფასებს და არა საკუთარი თავიდან.

ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სად ჰქონდათ პოლიტიკური გამწვავებები, ყველა ეს საკითხი გარედან იყო შემოტანილი საკითხები. გავიხსენოთ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებული ამბავი, პირველი საკითხი იყო ეს. როგორ შემოვიდა ეს? გარედან შემოგდებული თემა იყო მოხალისეების გაგზავნის, გარედან იყო ზეწოლის ტალღა და ამ ტალღაზე წამოჯდომას შეეცადა მაშინ ოპოზიცია, სტატუსზეც იგივე იყო და ახლაც ზუსტად იგივეა.

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. 

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა