მე ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში 2-წელიწად ნახევრის თავზე, მას შემდეგ რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან კარგი არის ეს, ძალიან მიხარია, მიხარია ასევე ის, რომ გუშინ მინისტრის საათზე ოპოზიცია მობილიზებული იყო და თავიდან ბოლომდე მოუსმინეს მინისტრს, კითხვებიც კი დაუსვეს,, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ჯერ ვერ მივაჩვიეთ [საპარლამენტო ცხოვრება], ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და გადავლენ, იმედი მაქვს, 2024 წლის ბოლომდე მეთორმეტე კლასსაც დახურავენ... არ ვიცი, 2024 წლის ბოლომდე კენჭისყრები [საგამოძიებო კომისია] ჩატარდება, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი, როგორ მოახერხებენ ისინი 2024-ის ბოლომდე მობილიზაციას
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.