მოვითხოვ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უსწრაფესად მოგვაწოდოს ეს ჩანაწერი, სადაც მთელი საქართველო ნახავს, თუ არ ამოჭრიან, შეიძლება ესეც იკადრონ, როდესაც [მინისტრმა] პირადად მე მითხრა: თქვენ როგორ ფიქრობთ, მე ახლა მილაგია თანხაო? პირველ რიგში ეს არის სირცხვილი. მე ვუცხადებდი უნდობლობას მინისტრს, არ მინდოდა მასთან შეხვედრა, მინდოდა მხოლოდ პრემიერთან შეხვედრა. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ წამოვეგე მათ ზღაპარზე და გუშინ იმის ნაცვლად, რომ ჩვენთვის ყოფილიყო ნორმალური შემოთავაზება, პირიქით უფრო დამამცირებელი იყო.
ისინი ამ ბავშვებს არ აღიქვამენ პრობლემატურებად. ისინი რეაბილიტაციის დაფინანსებას გვთავაზობენ და როდესაც მე დავუსვი კითხვა, რომ რა ვუშველო იმას, როცა ჩემი შვილი ღამით სუნთქვას აჩერებს, ის მთავაზობს აპარატით დახმარებას. სიპაპის [სასუნთქი] აპარატი უნდა გამოვიყენოთ თურმე ჩემი შვილისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც 3 საათში 15-ჯერ აჩერებენ სუნთქვას და არა ის მედიკამენტი, რომელიც ყველა გვერდით მოვლენას აღმოფხვრის
განაცხადა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.