logo
ENG


ვაშაძე: მხარს ვუჭერ, რომ გრიგორიადისის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ
  • 687ნახვები

ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით სრულად ვუჭერ მხარს ოჯახის ინიციატივას, ანუ რას ნიშნავს ეს, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, რომ ნაფიც მსაჯულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განიხილონ მისი საქმე, რაც ნიშნავს, რომ კლანს ცოტა მაინც ავარიდოთ გადაწყვეტილებები ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით და ნაფიც მსაჯულებმა განიხილონ, ეს არის ძალიან სამართლიანი მოთხოვნა და თუ ამას ქართული ოცნება არ თანხმდება, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ მას უნდა, დასაჯოს ლაზარე გრიგორიადისი ერთი რამისთვის, რომ იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისა და ძლიერი საქართველოს იდეისთვის.

თქვა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. გრიგორიადისის ბაბუას სურს, შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.



ასევე ნახეთ
close დახურვა